გარანტია
ყველა პროდუქტს მოყვება 12-თვიანი ოფიციალური გარანტია.
რას ფარავს გარანტია?
- ქარხნულ წუნს და ტექნიკურ გაუმართაობას
- უფასო დიაგნოსტიკასა და შეკეთებას ავტორიზებულ სერვის-ცენტრში
- შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში — პროდუქტის ჩანაცვლებას
რას არ ფარავს?
- მექანიკურ დაზიანებას (დავარდნა, გატეხილი ეკრანი, სითხის მოხვედრა)
- არაავტორიზებული ჩარევის შედეგად წარმოქმნილ პრობლემას
როგორ ვისარგებლო?
დარეკე 2 100 100-ზე ან მოიტანე პროდუქტი ფილიალში საგარანტიო ტალონთან ერთად — დიაგნოსტიკა 3 სამუშაო დღეში სრულდება.